Friday, January 31, 2014

დღეს, 31 იანვარს კიდევ ერთხელ გაიმართა პრემიერის შემდგომ შუალედურ შემაჯამებელ ღონისძიებაზე ფილმის ჩვენება ფართო აუდიტორიის წინაშე.  ფილმმა კვლავ დიდი მოწონება დაიმსახურა, რისთვისაც მადლობას ვუხდით აუდიტორიას  ჩვენების შემდგომ ცრემლიანი თვალები ადვილი შესამჩნევი გახლდათ... რაც იმას ნიშნავს, რომ იგი მივიდა მაყურებლის გულთან ძალიან ახლოს. ასე რომ, მიზანი მიღწეულია! იქნებ ეს ერთი პატარა ნაბიჯი ცოტა მაინც დაეხმაროს ფილმში აღწერილ პრობლემას...
შევეცდებით უახლოეს მომავალში კვლავ შემოგთავაზოთ მოკლემეტრაჟიანი ფილმები 


http://www.youtube.com/watch?v=cZnDS_Kf-44



Wednesday, January 22, 2014

თანამედროვეობის განუყოფელი აქსესუარი - ჯინსი

       ყოველი ჩვენგანი ალბათ ჯინსის აქტიური მომხმარებელია. მიზეზი კი მარტივია, იგი საკმაოდ კომფორტული და მოდურია. :) საიდან დაიწყო ჯინსის ისტორია და ვინ შეკერა პირველი ჯინსის შარვალი?
       ამას ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ.

    ავტორები: ნინო სახანბერიძე
                        მარი ნარჩემაშვილი

Thursday, January 9, 2014

ალბათ ნახეთ ჩვენს მიერ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი "თუ გამომიწვდი ხელს...". ეს გზავნილია ყოველი ჩვენგანისთვის, რომ უფრო მეტი სითბო გამოვიჩინოთ მზრუნველობამოკლებულთათვის და ოდნავ მაინც ვიზრუნოთ მათზე. სწორედ ამიტომაც ჩვენ სამოქალაქო კლუბი და მთელი მე2 საჯარო სკოლა გავერთიანდით და გადავწყვიტეთ მიგველოცა მათთვის შობა-ახალი წელი...