Wednesday, April 9, 2014

     8 აპრილს ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში მოეწყო აქცია "ვიცხოვროთ ჯანსაღად". ნაჩვენები იქნა სამოქალაქო კლუბის წევრების( ნინო სახანბერიძე, ანა დევდარიანი, მარი ნარჩემაშვილი) მიერ მომზადებული სიუჟეტი, რომელიც ეხებოდა თემას, ცეკვა- ჯანსაღი ცხოვრების წესი. როგორც უკვე მოგახსენეთ ჩვენ ეს ვიდეო სტუდია "თელას" დახმარებით მოვამზადეთ, რისთვისაც უღრმეს მადლობას ვუხდით.




Tuesday, April 1, 2014

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის #2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წარმომადგენლები ვმუშაობთ ახალ ვიდეოზე ჟანსაღი ცხოვრების წესის შესახებ. ცეკვა ეს ჯანსაღი ცხოვრების ერთ-ერთი გზაა, რომელიც სიამოვნებასაც გვანიჭებს და გვაზიარებს ხელოვნებასაც. 22 მარტს ვეწვიეთ სამეჯლისო ცეკვების სტუდია "თელას", სადაც ჩავწერეთ ინტერვიუ ქალბატონ ლარისა და ბატონ თენგიზ გაჩეჩილაძესთან. ასევე გავესაუბრეთ: გიგი გაჩეჩილაძეს, ოთო ფოლადაშვილს, ჯულიანა ბარგნარსა და რატი გაჩეჩილაძეს.
უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ სიუჟეტს...
















Tuesday, March 4, 2014

27 თებერვალს ქუთაისის #2 საჯარო სკოლაში ჩატარდა ტრენინგი კინოხერხების შესახებ. ბავშვები გაეცნენ ვიდეოს დამზადების ხერხებს. ისწავლეს თუ რა ხანგრძლივობის კადრებით უნდა აიგოს სხვადასხვა ტიპის ვიდეო. ასევე ისწავლეს თუ რა პოზიციით არის უმჯობესი კადრის გადაღება. მიღებულ ინფორმაციას გამოვიყენებთ სიუჟეტისთვის, რომელსაც ახლო მომავალში ვგეგმავთ. სიუჟეტი შეეხება ჯანსაღი ცხოვრების წესის ორიგინალურ გზას. 
მადლობა ოპერატორ ზვიად ლაგვილავას ასეთი საინტერესო ტრენინგისთვის. დაელოდეთ ჩვენს ახალ ვიდეოს! ტრენინგის ფოტოებს კი მოგვიანებით შემოგთავაზებთ 











Friday, January 31, 2014

დღეს, 31 იანვარს კიდევ ერთხელ გაიმართა პრემიერის შემდგომ შუალედურ შემაჯამებელ ღონისძიებაზე ფილმის ჩვენება ფართო აუდიტორიის წინაშე.  ფილმმა კვლავ დიდი მოწონება დაიმსახურა, რისთვისაც მადლობას ვუხდით აუდიტორიას  ჩვენების შემდგომ ცრემლიანი თვალები ადვილი შესამჩნევი გახლდათ... რაც იმას ნიშნავს, რომ იგი მივიდა მაყურებლის გულთან ძალიან ახლოს. ასე რომ, მიზანი მიღწეულია! იქნებ ეს ერთი პატარა ნაბიჯი ცოტა მაინც დაეხმაროს ფილმში აღწერილ პრობლემას...
შევეცდებით უახლოეს მომავალში კვლავ შემოგთავაზოთ მოკლემეტრაჟიანი ფილმები 


http://www.youtube.com/watch?v=cZnDS_Kf-44



Wednesday, January 22, 2014

თანამედროვეობის განუყოფელი აქსესუარი - ჯინსი

       ყოველი ჩვენგანი ალბათ ჯინსის აქტიური მომხმარებელია. მიზეზი კი მარტივია, იგი საკმაოდ კომფორტული და მოდურია. :) საიდან დაიწყო ჯინსის ისტორია და ვინ შეკერა პირველი ჯინსის შარვალი?
       ამას ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ.

    ავტორები: ნინო სახანბერიძე
                        მარი ნარჩემაშვილი
video

Thursday, January 9, 2014

ალბათ ნახეთ ჩვენს მიერ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი "თუ გამომიწვდი ხელს...". ეს გზავნილია ყოველი ჩვენგანისთვის, რომ უფრო მეტი სითბო გამოვიჩინოთ მზრუნველობამოკლებულთათვის და ოდნავ მაინც ვიზრუნოთ მათზე. სწორედ ამიტომაც ჩვენ სამოქალაქო კლუბი და მთელი მე2 საჯარო სკოლა გავერთიანდით და გადავწყვიტეთ მიგველოცა მათთვის შობა-ახალი წელი... 





Friday, December 13, 2013

13 დეკემბერს ქ.ქუთაისის იოსებ ოცხელის სახელობის #2 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა სამოქალაქო კლუბის მიერ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმის "თუ გამომიწვდი ხელს..." პრემიერა. ფილმი იმედია ყველას გულთან ახლოს მივა და მიზანიც სწორედ ის გახლავთ, რომ ოდნავ სხვა თვალით შევხედოთ ქუჩაში მიმავალ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს და სხვა თუ არაფერი ერთი თბილი ღიმილი მაინც ვაჩუქოთ.

რეჟისორი: ნინო სახანბერიძე

ოპერატორი: ანა დევდარიანი

როლებში:

ნია
ნია შალიკიანი

ნიკუშა
 დათა ღვინიანიძე

ზუკა
 ბასა რობაქიძე

მასწავლებელი
ელისო ბაღდავაძე

  მარი ნარჩემაშვილი, ნინო დეისაძე, ელენე გაბუნია,  ანი ტოფაძე, ანა ჯღამაძე, ხატია ჯანაძე.

აი ფილმიც!