2013 წლის 28 ნოემბერს იმერეთის რეგიონის საჯარო სკოლებისათვის განხორციელდა საწავლო ვიზიტი კომპანია „ბარამბოს“ ქარხანას,უზენაეს სასამართლოს და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. სასწავლო ვიზიტში ტყიბულის მუნიციპალიტეტისა სოფელ კურსების, გელათის, ორპირის და ქ. ქუთაისის სამიზნე სკოლების 50 მოსწავლე მონაწილეობდა.
გავეცანით ბარამბოს შოკოლადის, კარამელის და ვაფლის წარმოების პროცესს, დავათვალიერეთ საწყობი, მონაწილეობა მივიღეთ დეგუსტაციის პროცესშიც და დავაგემოვნეთ ბარამბოს შოკოლადის კარაქის 3 სახეობა. დასასრულს ვიზიტის ყველა მონაწილეს ბარამბო გაუმასპინძლდა.
შემდეგი ვიზიტი უზენაეს სასამართლოში განხორციელდა, სადაც გავეცანით უზენაესი სასამართლოს ისტორიულ შენობას და მისი მუშაობის სპეციფიკას.
მეტად საინტერესო გახლდათ შეხვედრა სასამართლოს თავჯდომარე კოტე კუბლაშვილთან.
შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ბარამბოს ქარხნისა და უზენაესი სასამართლოს შემდეგ სასწავლო ვიზიტი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაგრძელდა. ჩვენ დავათვალიერეთ საარჩევნო ადმინისტრაცია, გავეცანით ცესკოს მუშაობის პრინციპებს. ასევე შევხვდით იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის უფროსს გიორგი კალანდარიშვილს. საინტერესო გახლდათ მიღებული ინფორმაცია სამართლებრივი საკითხების შესახებ. საშუალება მოგვეცა დაგვეთვალიერებინა სტამბა, სადაც იბეჭდება ლიტერატურა, რომელიც ამომრჩეველს ამომწურავ ინფორმაციას აწვდის. სასწავლო ვიზიტი სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.