Friday, December 13, 2013

13 დეკემბერს ქ.ქუთაისის იოსებ ოცხელის სახელობის #2 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა სამოქალაქო კლუბის მიერ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმის "თუ გამომიწვდი ხელს..." პრემიერა. ფილმი იმედია ყველას გულთან ახლოს მივა და მიზანიც სწორედ ის გახლავთ, რომ ოდნავ სხვა თვალით შევხედოთ ქუჩაში მიმავალ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს და სხვა თუ არაფერი ერთი თბილი ღიმილი მაინც ვაჩუქოთ.

რეჟისორი: ნინო სახანბერიძე

ოპერატორი: ანა დევდარიანი

როლებში:

ნია
ნია შალიკიანი

ნიკუშა
 დათა ღვინიანიძე

ზუკა
 ბასა რობაქიძე

მასწავლებელი
ელისო ბაღდავაძე

  მარი ნარჩემაშვილი, ნინო დეისაძე, ელენე გაბუნია,  ანი ტოფაძე, ანა ჯღამაძე, ხატია ჯანაძე.

აი ფილმიც!

Wednesday, December 11, 2013

Friday, November 29, 2013

2013 წლის 28 ნოემბერს იმერეთის რეგიონის საჯარო სკოლებისათვის განხორციელდა საწავლო ვიზიტი კომპანია „ბარამბოს“ ქარხანას,უზენაეს სასამართლოს და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. სასწავლო ვიზიტში ტყიბულის მუნიციპალიტეტისა სოფელ კურსების, გელათის, ორპირის და ქ. ქუთაისის სამიზნე სკოლების 50 მოსწავლე მონაწილეობდა. გავეცანით ბარამბოს შოკოლადის, კარამელის და ვაფლის წარმოების პროცესს, დავათვალიერეთ საწყობი, მონაწილეობა მივიღეთ დეგუსტაციის პროცესშიც და დავაგემოვნეთ ბარამბოს შოკოლადის კარაქის 3 სახეობა. დასასრულს ვიზიტის ყველა მონაწილეს ბარამბო გაუმასპინძლდა. შემდეგი ვიზიტი უზენაეს სასამართლოში განხორციელდა, სადაც გავეცანით უზენაესი სასამართლოს ისტორიულ შენობას და მისი მუშაობის სპეციფიკას. მეტად საინტერესო გახლდათ შეხვედრა სასამართლოს თავჯდომარე კოტე კუბლაშვილთან. შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა. 
ბარამბოს ქარხნისა და უზენაესი სასამართლოს შემდეგ სასწავლო ვიზიტი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაგრძელდა. ჩვენ დავათვალიერეთ საარჩევნო ადმინისტრაცია, გავეცანით ცესკოს მუშაობის პრინციპებს. ასევე შევხვდით იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის უფროსს გიორგი კალანდარიშვილს. საინტერესო გახლდათ მიღებული ინფორმაცია სამართლებრივი საკითხების შესახებ. საშუალება მოგვეცა დაგვეთვალიერებინა სტამბა, სადაც იბეჭდება ლიტერატურა, რომელიც ამომრჩეველს ამომწურავ ინფორმაციას აწვდის. სასწავლო ვიზიტი სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.










































 მალე!

 მოკლემეტრაჟიანი ფილმი "თუ გამომიწვდი ხელს..."






მიმდინარეობს მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღება "თუ გამომიწვდი ხელს..." 
ეს ფილმი კეთდება სპეციალურად სამოქალაქო კლუბისთვის, შემდეგ კი როცა კლიპების კონკურსი გამოცხადდება აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას... ფილმის გადაღების პროცესი ჯერ არ არის დასრულებული... როდესაც ფილმი მზად იქნება სამოქალაქო კლუბი მოვაწყობთ პრემიერასაც 
გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს...