Friday, December 13, 2013

13 დეკემბერს ქ.ქუთაისის იოსებ ოცხელის სახელობის #2 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა სამოქალაქო კლუბის მიერ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმის "თუ გამომიწვდი ხელს..." პრემიერა. ფილმი იმედია ყველას გულთან ახლოს მივა და მიზანიც სწორედ ის გახლავთ, რომ ოდნავ სხვა თვალით შევხედოთ ქუჩაში მიმავალ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს და სხვა თუ არაფერი ერთი თბილი ღიმილი მაინც ვაჩუქოთ.

რეჟისორი: ნინო სახანბერიძე

ოპერატორი: ანა დევდარიანი

როლებში:

ნია
ნია შალიკიანი

ნიკუშა
 დათა ღვინიანიძე

ზუკა
 ბასა რობაქიძე

მასწავლებელი
ელისო ბაღდავაძე

  მარი ნარჩემაშვილი, ნინო დეისაძე, ელენე გაბუნია,  ანი ტოფაძე, ანა ჯღამაძე, ხატია ჯანაძე.

აი ფილმიც!